23 აპრილი 2024,   23:47
ვრცლად
რუსეთმა ვენესუელაში სამხედრო თვითმფრინავები გაგზავნა

რუსეთმა ვენესუელაში სამხედრო თვითმფრინავები გაგზავნა. კარაკასის საერთაშორისო აეროპორტში "АН-124"-სა და "ИЛ-62"-ის ტიპის თვითმფრინავები დაეშვნენ. ბორტზე გენშტაბის ერთ-ერთი მაღალჩინოსნის ხელმძღვანელობით 100-მდე რუსი სამხედრო იმყოფებოდა. 

ვენესუელაში რუსეთიდან 35 ტონა ტვირთიც ჩაიტანეს. აეროპორტში რუსულ თვითმფრინავებს ნიკოლას მადუროს რეჟიმის წარმომადგენლები და რუსეთის დიპლომატიური მისიის წევრები დახვდნენ.

გავრცელებული ცნობით, კარაკასში ჩასვლამდე რუსული თვითმფრინავები ორჯერ, დამასკოსა და დაკარში დაეშვნენ.

დღის ამბები