24 აპრილი 2024,   01:54
ვრცლად
ბრექსითი - ტერეზა მეიმ მინისტრთა კაბინეტთან მორიგი საგანგებო შეხვედრა გამართა

დიდი ბრიტანეთის მინისტრთა კაბინეტი ბრექსითის საკითხზე მორიგ საგანგებო შეხვედრას მართავს. ტერეზა მეი მთავრობის წევრებს "ბრექსითის" სტრატეგიასთან დაკავშირებით ბოლო ინფორმაციას მიაწვდის.

კაბინეტის წევრებმა პრემიერთან გამართულ შეხვედრაზე მის წინააღმდეგ შეთქმულების შესახებ გავრცელებული ინფრომაციაც უარყვეს. მინისტრების  ნაწილმა განაცხადა, რომ  ისინი ტერეზა მეის თანამდებობიდან გადაყენებას არ გეგმავდნენ.

კვლავ უცნობი რჩება, გაიმართება თუ არა ამ კვირაში ბრექსითის გარიგებასთან დაკავშირებით რიგით მესამე კენჭისყრა პარლამენტში, რადგან დოკუმენტის კენჭისყრაზე გატანას ტერეზა მეი მხოლოდ საკმარისი მხარდაჭერის შემთხვევაში აპირებს.

დღის ამბები