23 აპრილი 2019,   13:06
ვრცლად
ხმაური სოფელ ყარაჯალაში - მოსახლეობა საძოვრების გასხვისების გამო ადგილობრივ ხელისუფლებას დაუპირისპირდა

ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება სოფელ ყარაჯალაში -მოსახლეობა საძოვრების გასხვისებას აპროტესტებს. საუბარია 16 ჰა მიწის ფართობზე, რომელიც ადგილობრივების ინფორმაციით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ კერძო ბიზნესმენს ნარიმან თარზილოვს გადასცა. 

ყარაჯალელები დღეს საძოვრის ტერიტორიაზე ჩავიდნენ და კერძო მესაკუთრე აიძულეს სასოფლო -სამეწარმეო სამუშაოები შეეჩერებინა, რასაც ბიზნესმენს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელსა და მოსახლეობას შორის ხმაური და შელაპარაკება მოჰყვა.

მოსახლეობა ამბობს, რომ ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა მიწა მათგან ფარულად გაასხვისა. მათივე თქმით, თელავის მერიამ იგივე პირს ჯერ სოფლის სასაფლაოს ტერიტორია მიაკუთვნა. თუმცა მოსახლეობის პროტესტის შემდეგ, სასაფლაოს სანაცვლოდ, საძოვარი დაუთმო.

ყარაჯალელები დღეს საძოვრის ტერიტორიაზე ჩავიდნენ და კერძო მესაკუთრე აიძულეს სასოფლო -სამეწარმეო სამუშაოები შეეჩერებინა.

დღის ამბები