24 აპრილი 2024,   06:00
ვრცლად
ტრამპი 2016 წლის არჩევნებზე რუსეთთან გარიგებული არ ყოფილა - აშშ-ს სპეცპროკურორმა გამოძიება დაასრულა

ამერიკის სპეცპროკურორმა პრეზიდენტ ტრამპის წინააღმდეგ გამოძიება დაასრულა.

ტრამპი და მისი საარჩევნო კამპანია 2016 წლის არჩევნებზე რუსეთთან გარიგებული არ ყოფილა - ასეთია სპეცპროკურორ რობერტ მალერის გამოძიების დასკვნის ყველაზე მთავარი ნაწილი, რომელმაც დიდი ჩრდილი მოაშორა დონალდ ტრამპის პრეზიდენტობას, რომლის ლეგიტიმაცია არჩევნებში რუსეთის ჩარევის საქმის გამო, ინაუგურაციიდან დღემდე ბევრისთვის კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა. მალერის გამოძიების შედეგი დღეს კონგრესს გენერალურმა პროკურორმა უილიამ ბარმა წერილობით გააცნო.

ისტორიული გამოძიების შედეგებს უკვე გამოეხმაურა დონალდ ტრამპიც.  აშშ-ს პრეზიდენტმა Twitter-ზე შემდეგი შინაარსის განცხადება გამოაქვეყნა:  "არანაირი შეთქმულება, მართლმსაჯულების განხორციელებისთვის არავითარი ხელის შეშლა. სრული გამართლება. შევინარჩუნოთ ამერიკა დიადი”.

მოგვიანებით კი ამ საკითხზე განცხადება გააკეთა ჟურნალისტებთან ვესტ პალმ ბიჩში, ვიდრე ვაშინგტონში დაბრუნდებოდა.

Image result for დონალდ ტრამპი„ხანგრძლივი გამოძიების შემდეგ, როდესაც ძალიან ბევრი ადამიანი მძიმედ დააზარალეს და მეორე მხარეს არც იყურებოდნენ, როდესაც ჩვენი ქვეყნისთვის უამრავი ცუდი და საშინელი ამბავი მოხდა, გამოცხადდა, რომ რუსეთთან არ ყოფილა შეთქმულება - ყველაზე აბსურდული რამ, რაც კი ოდესმე მსმენია. არ ყოფილა მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლა. არის სრული გამართლება. ეს სირცხვილია, რომლის გავლაც ჩვენს ქვეყანას მოუხდა. გულახდილად გითხრათ, სირცხვილია, რომ თქვენმა პრეზიდენტმა ეს გამოიარა თან მანამდე, ვიდრე აირჩევდნენ. ეს დაიწყო უკანონოდ. ვიმედოვნებ, ვინმე მეორე მხარითაც დაინტერესდება,”-განაცხადა დონალდ ტრამპმა.

რობერტ მალერის გამოძიების დასკვნაში ნათქვამია, რომ 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოსახდენად რუსეთის მხრიდან 2 ძირითად ძალისხმევას ჰქონდა ადგილი. პირველი ეს იყო ინტერნეტის კვლევის სააგენტოს მეშვეობით დეზინფორმაციის გავრცელება და ქმედებები სოციალურ მედიაში, რის გამოც რუსეთის არაერთ მოქალაქეს და ორგანიზაციას აქვს ბრალი წაყენებული. მეორე კი არის რუსეთის მთავრობის მხრიდან ხელშეწყობილი ჰაკერული ოპერაციები, მათ შორის დემოკრატების იმეილების მოპარვა.

რობერტ მალერის გამოძიება 2017 წელს დაიწყო და 22 თვე გაგრძელდა. ამ დროის განმავლობაში ბრალი წაუყენეს 37 პიროვნებას და ორგანიზაციას. შვიდმა ბრალი აღიარა, ხუთს კი პატიმრობა აქვს შეფარდებული.

   

დღის ამბები