25 აპრილი 2024,   03:24
ვრცლად
მათ თავისი არჩევანი გააკეთა ამ გაფიცვით - დავით სერგეენკო სოცმუშაკების მასშტაბურ საპროტესტო ტალღას ეხმაურება

სოციალური მუშაკების დიდმა ნაწილმა თავისი არჩევანი გააკეთა ამ გაფიცვით - ასე ეხმაურება სოციალური მუშაკების მასშტაბურ აქციას ჯანდაცვის მინისტრი.

თითქმის ყველა დიდ ქალაქში სოციალური მუშაკები დილიდან აქციას მართავენ და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, მათ უწყებამ შესთავაზა რეალური გეგმა თუმცა სოციალურმა მუშაკებმა, რომლებიც აქციაში მონაწილეობენ თავისი არჩევანი გააკეთეს. დავით სერგეენკოს განცხადებით, ამ დროისთვის ყველა სერვისი ჯანდაცვის სამინისტროში გამართულად მუშაობს და ის სოციალური პროგრამები, რომლებსაც კურირებდნენ გაფიცულები, სამინისტროს სხვა თანამშრომლებმა შეითავსეს.

„ყველას ვარწმუნებ, რომ არც ერთ მოსარგებლეს ამ სოციალური პროგრამებისას შეფერხება არ შეექმნება. ამ სამუშაოს უკვე ასრულებენ ჯანდაცვის სამინისტროს სხვა თანამშრომლები და ასე გაგრძელდება იქამდე სანამ არ დავრწმუნდები, რომ წყვეტა არ მოხდება. რაც შეეხება გაფიცვას, სოციალური მუშაკების დიდმა ნაწილმა თავისი არჩევანი გააკეთა ამ გაფიცვით. ჩვენ მათ შევთავაზეთ რეალური სამოქმედო გეგმა. თუ როგორ უნდა მოგვარდეს ის რეალური პრობლემები, რომელიც მათ აქვთ და ეს უკვე მათი გადასაწყვეტია. მათი არჩევანი გაკეთებულია, ჩვენ ჩვენი არჩევანი გავაკეთეთ,“-განაცხადა დავით სერგეენკომ. 

უწყებაში ამბობენ, რომ სამინისტრო მუშაობს იმ პირობების გადაჭრაზე, რაზეც სოცმუშაკები საუბრობენ. მათ შორის არის ხელფასების ზრდაც.

Image result for თამილა ბარკალაია„არის მოთხოვნები, რომელიც არის სასწრაფო და გადაუდებელი. არის მოთხოვნები რომელიც არის საშუალო ვადიანი და დაწყებული არის განხორციელება. და არის გრძელვადიანი მოთხოვნები. ეს არის სამუშაო პროცესი რომელიც დაწყებული არის. სოცმუშაკებთან კომუნიკაციაში ვთქვით, რომ ერთობლივად ვიმუშავებთ როგორც ხელფასების მატებაზე და მათ შორის კანონშიც არის ეს გაწერილი ეს ვალდებულებები. შესაბამისი ბოლო ვადები  კანონშიც არის მითითებული. და ერთობლივად მომავალ წელს პარლამენტის მხარდაჭერით მოვითხოვთ იმ ხელფასების ზრდას რომელიც შესაბამისი იქნება მათი უფლება-მოვალეობებისა,“-განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამილა ბარკალაიამ

ამავე თემაზე
დღის ამბები