19 აპრილი 2024,   20:09
ვრცლად
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა საქართველო დატოვა

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა საქართველო დატოვა. ერთდღიანი ვიზიტის ფარგლებში იანს სტოლტენბერგმა რამდენიმე ოფიციალური შეხვედრა გამართა. მათ შორის შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს.

იანს სტოლტენბერგი აეროპორტიდან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გააცილა. დავით ზალკალიანის განცხადებით, მნიშვნელოვანია ის გზავნილები, რომელზეც ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ისაუბრა. საუბრის მთავარი თემა იყო ოკუპირებული ტერიტორიები, რეგიონის უსაფრთხოება, შავი ზღვაზე ნატო-ს აქტივობა. იანს სტოლტენბერგმა დღეს რამდენჯერმე გაუსვა ხაზი იმ ფაქტს, რომ შავი ზღვა ნატო-ს ინტერესშია.

Related image„იყო უაღრესად სასარგებლო, საჭირო ვიზიტი. დროის თვალსაზრისით. გზავნილების კუთხით, რომელიც გენერალურმა მდივანმა გააჟღერა. ჩვენ გვაქვს ძალიან სერიოზული მხარდაჭერა ნატო-ს პარტნიორი ქვეყნების მხრიდან რაც გაჟღერდა გენერალური მდივნის ვიზიტის დროს, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი. კიდევ ერთი დადასტურება იყო იმ გზავნილის რომელიც არის ასახული ნატო-ს ბოლო სამიტის გადაწყვეტილებაში. ასევე ვისაუბრეთ ყველა ძირითად საკითხზე მათ შორის რეგიონში შექმნილ უსაფრთხოების სიტუაციასთან მიმართებაში, შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე. ეს თემა არის საქართველო-ნატო-ს დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. შავი ზღვა არის  მოქცეული ნატო-ს მთავარ აქცენტებში და ფოკუსში და საქართველო როგორც ამ რეგიონის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვეყანა და პარტნიორი,“-განაცხადა დავით ზალკალიანმა.

იანს სტოლტენბერგის ვიზიტის შემდეგ საქართველოს მიმდინარე კვირას ნატო-ს სამხედრო კომიტეტის წევრებიც ეწვევიან. 

ამავე თემაზე
დღის ამბები