24 აპრილი 2019,   19:00
ვრცლად
თამაზ ახობაძე, რომელმაც უკანონო გათავისუფლების გამო წულუკიანს სასამართო დავა ორჯერ მოუგო, სამსახურიდან მიდის

თამაზ ახობაძე, რომელმაც იუსტიციის სამინისტროს სასამართლო დავა ორჯერ მოუგო, დანაშაულის პრევენციის ცენტრს ტოვებს. მისი განმარტებით 2014 წელს ის პოლიტიკურ მოტივით გაათავისუფლეს. სასამართლო დავის მოგების შემდეგ თამაზ ახობაძე 2019 წლის პირველ მარტს აღადგინეს სამსახურში, თუმცა თეა წულუკიანის მხრიდან რეპუტაციის შემლახველი განცხადებების შემდეგ, მან გადაწყვიტა თანამდებობა დაეტოვებინა. ახობაძე იურისტებთან უკვე გადის კონსულტაციებს და არ გამორიცხავს რომ იუსტიციის მინისტრის სახელზე კიდევ ერთი სარჩელი მოამზადოს.

„როგორ წარმოგიდგენიათ მუშაობა იმ სისტემაში რომლის უფროსი თქვენზე ფიქრობს, რომ თქვა ფულზე მოვაჭრე. არ არის ხომ ლოგიკური. კომფორტულად  ნამდვილად ვერ ვიგრძნობ თავს ამ სიტუაციაში. 5 წლის განმავლობაში ორჯერ მოვუგე უზენაესი სასამართლო და ყველანაირად დამტკიცებულია და სადაო არ არის ეს ფაქტი, რომ ჩემი გათავისუფლება მოხდა უკანონოდ. ამ ეტაპზე მე გავდივარ კონსულტაციებს იურისტებთან, კარგად უნდა მოვიფიქრო, მათი აზრები შევაჯერო რამდენად მიღირს და რამდენად არ მიღირს და სავარაუდოდ შეიძლება მომზადდეს სარჩელი თეა წულუკიანის წინააღმდეგ,“-განაცხადა თამაზ ახობაძემ

დღის ამბები