16 ივლისი 2019,   11:20
ვრცლად
სოცმუშაკების აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან გრძელდება-გაფიცვას რეგიონებიდანაც შეუერთდნენ

მთავრობის ადმინისტრაციასთან სოცმუშაკების აქცია გრძელდება. თბილისში მიმდინარე გაფიცვას სხვადსხვა ქალაქებიდან ჩამოსული სოცმუშაკებიც შეუერთდნენ. ისინი მთელი დღის განმავლობაში გაფიცვას საკუთარ ქალაქებში მართავდნენ. დღის ბოლოს კი დედაქალაქში ჩამოვიდნენ და მთავრობის ადმინისტრაციასთან მივიდნენ.

სოცმუშაკები ხელფასების მატებას, შრომითი პირობების გაუმჯობესებას და სოციალური პოლიტიკის გადახედვას ითხოვენ. მათ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა სურთ.

სოციალურ მუშაკებს სოლიდარობას უცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციები. მესამე სექტორის წარმომადგენლები დღის ბოლოს მთავრობის ადმინისტრაციასთან მივიდნენ. ასევე ადგილზე რჩებიან პროფკავშირების წევრებიც.   

ამავე თემაზე
დღის ამბები