19 აპრილი 2024,   13:01
ვრცლად
ვანო მერაბიშვილს უსამართლოდ უთხრეს უარი ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე - სასამართლო გათავისუფლების საქმის გადახედვას ითხოვს 

ვანო მერაბიშვილის გათავისუფლების საქმის განხილვას სასამართლო ხელახლა მოითხოვს.

ვანო მერაბიშვილს უსამართლოდ უთხრეს უარი ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე - ასეთია საქალაქო სასამართლოს დასკვნა. იუსტიციის სამინისტროს ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის 1-თვიანი ვადა ჰქონდა, რომელიც  დღეს 15:00 საათზე ამოიწურა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქალაქო სასამართლოს მიერ 25 თებერვალს მიღებული გადაწყვეტილება ძალაში შევიდა. გადაწყვეტილებაში წერია, რომ ყოფილ პრემიერ-მინისტრს ვადამდე გათავისუფლებაზე უარი უსაფუძვლოდ ეთქვა. სასჯელის ვადის ამოწურვამდე 11 თვით ადრე ვადამდე გათავისუფლების კომისიის წევრები ვალდებული არიან კიდევ ერთხელ იმსჯელონ მერაბიშვილის საქმეზე და თუ მისი ციხეში დატოვება სურთ - ახალი მიზეზები უნდა მოიფიქრონ. იუსტიციის სამინისტრო სასამართლოს გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა. გაურკვეველია იმსჯელებს თუ არა თეა წულუკიანის დაქვემდებარებაში მყოფი საბჭო ოპოზიციის ლიდერის ბედზე, თუმცა ამის მიუხედავად, ყოფილი პრემიერი და მისი ადვოკატები ივნისში ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილებასაც ელოდებიან. სასჯელის ვადა კი მერაბიშვილს მომავალი წლის თებერვალში ეწურება. 

დღის ამბები