23 ოქტომბერი 2019,   07:53
ვრცლად
7 ჭრილობა მუცლის და გულ-მკერდის არეში - 33 წლის ქალს ყოფილი მეუღლე სასტიკად გაუსწორდა

7 ჭრილობა მუცლის და  გულ-მკერდის არეში - სასიკვდილოდ დაჭრილი თამარ ლომიძე ამ დრომდე უმძიმეს მდგომარეობაში მართვითი სუნთქვის აპარატზეა მიერთებული. 33 წლის ქალს სასტიკად ყოფილი მეუღლე გაუსწორდა. დანით შეიარაღებულმა შმაგი დოლიძემ ყოფილ ცოლს სილამაზის სალონში მიაკითხა, კოსმეტოლოგის კაბინეტში გაიყვანა და დანა შვიდჯერ ჩაარტყა, განსაკუთრებით მძიმეა გულის არეში მიყენებული ჭრილობა.

დანის შვიდჯერ დარტყმის შემდეგ, მსხვერპლი მოძალადეს გაექცა და დახმარება თანამშრომლებს სთხოვა. ამ დროსაც, სავარაუდოდ ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ მყოფი მეუღლე ცოლს დაეწია და დანა ისევ რამდენჯერმე მოუქნია, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მძიმედ დაჭრილი თამარ ლომიძე საავადმყოფოში თავად მივიდა, დიდი რაოდენობით სისხლის დაკარგვის გამო კი მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა.

ცოლის მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებული ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს. მან დანაშაული აღიარა, მაგრამ გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარს ამბობს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები