20 აპრილი 2024,   18:25
ვრცლად
პარლამენტის დეპუტატებს ერთმანეთის არ ესმით - 23 მილიონ ლარად გარემონტებულ შენობას პრობლემები აქვს

პარლამენტის დეპუტატებს ერთმანეთის არ ესმით. თბილისში, მრავალი მილიონი ლარად გარემონტებულ პარლამენტის სხდომათა დარბაზს აკუსტიკის პრობლემა აქვს.

პარლამენტის 150 წერს ახალი თავისტკივილი თბილისში გადმოსვლისთანავე გაუჩნდა. დღემდე მათ ერთმანეთის პოლიტიკურ გზავნილების გაგების პრობლემა ჰქონდათ, ახლა კი ხმაც აღარ ესმით. დეპუტატი ტრიბუნიდან რაც უფრო შორს ზის, მით უფრო ურთულდება საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვა, ნაწილის იმის გაგებაც უჭირს, რომელი კანონპროექტი დგება კენჭისყრაზე და რას უნდა მისცეს ხმა.

მრავალი მილიონი ლარის სანაცვლოდ გარემონტებულ პარლამენტის სხდომათა დარბაზში ზოგს აკუსტიკის პრობლემა აწუხებს, ზოგს კი ხმაური ჯანმრთელობის პრობლემას უქმნის. „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ ხმაურიანი აკუსტიკა თავს ატკიებს და მუშაობაში ხელს უშლის. „ქართული ოცნებიდან“ დემარშით წასული ეკა ბესელია კი პრობლემას დეპუტატების მოსმენის კულტურაში ხედავს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პრობლემას აღიარებს და ამბობს, რომ მის მოგვარებაზე მუშაობა უკვე დაწყებულია. შენობის რემონტი, სადაც პარლამენტის წევრებს ერთმანეთის ხმა არ ესმით, 23 მილიონი ლარი დაჯდა.  

დღის ამბები