25 აპრილი 2024,   21:22
ვრცლად
უმკაცრესი ვერდიქტი - სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული ნაფიცმა მსაჯულებმა ყველა წარდგენილ ბრალში დამნაშავედ სცნეს 

ნაფიცი მსაჯულების უმკაცრესი ვერდიქტი - ხადის ხეობაში სმიტების ოჯახის სამი წევრის მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაური ნაფიცმა მსაჯულებმა ყველა წარდგენილ ბრალში ერთხმად სცნეს დამნაშავედ.

12 მსაჯული სათათბირო ოთახში 4 საათი მსჯელობდა. მათ სრული დრო გამოიყენეს. 19 წლის მწყემსს ბრალი წარდგენილი ჰქონდა განზრახ მკვლელობაში სხვა დანაშაულის გაადვილებისა და დაფარვის მიზნით, სამი პირის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობისთვის, გაუპატიურებისა და წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მკვლელობისთვის.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. საბოლოო განაჩენს უკვე მოსამართლე 27 მარტს გამოიტანს.

ბრალდების მხარე ფიქრობს, რომ მოსამართლემ კობაურს უვადო უვადო პატიმრობა უნდა განუსაზღვროს. დაცვა კი არ იზიარებს მსაჯულების ვერდიქტს. გადაწყვეტილებას უსამართლოს უწოდებს ოჯახიც.

დღის ამბები