19 აპრილი 2024,   21:39
ვრცლად
ჯეკ შეფარდის საქმე - სასამართლომ დღეს შესაძლოა, ექსტრადირების საკითხი გადაწყვიტოს

ჯეკ შეფარდის საქმე - სასამართლომ შესაძლოა დღეს, ინტერპოლით ძებნილის დიდ ბრიტანეთში ექსტრადირების საკითხი გადაწყვიტოს.

სასამართლო პროკურატურის შუამდგომლობაზე იმსჯელებს. იმ შემთხვევაში თუ შეფარდი ექსტრადირებას დათანხმდება, შესაბამისი პროცედურები დაიწყება.

უფლებადამცველების განცხადებით, დიდი ბრიტანეთის სააპელაციო სასამართლოში მალე შეფარდის საქმის განხილვა დაიწყება და შეფარდს სურვილი აქვს სხდომებს დაესწროს.

ბრიტანეთის სასამართლომ ჯეკ შეფარდს შარლოტა ბრაუნის არაგანზრახ მკვლელობისთვის 6 წლიანი პატიმრობა შეუფარდა, გადაწყვეტილება კი შეფარდის ოჯახმა სააპელაციოში გაასაჩივრა.

დღის ამბები