25 აპრილი 2024,   14:57
ვრცლად
ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, თბილისის საკონცერტო დარბაზში დაბრუნებას ითხოვს

ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული სიმფონიური ორკესტრი თბილისის საკონცერტო დარბაზში დაბრუნებას ითხოვს. მათ ამ თხოვნით უკვე მიმართეს პრემიერ მინისტრს, განათლებისა და ეკონომიკის მინისტრებს. სიმფონიური ორკესტრის წარმომადგენლები დღეს გამართავენ პრესკონფერენციას, სადაც დეტალურად ისაუბრებენ მათ მიერ გაგზავნილ წერილზე. 

ორკესტრის წევრების განცხადებით, მათ სრული უფლება აქვთ, დაბრუნდნენ დარბაზში და განაგრძონ რეპეტიციები. 

ცნობილია, რომ სახელმწიფოს წინაშე რვა წლის მანძილზე დაგროვილი დავალიანებისა და დარღვევების გამო, საქართველოს ქონების მართვის სააგენტომ თბილისის საკონცერტო დარბაზის ამჟამინდელ მმართველ კომპანიას ხელშეკრულება შეუწყვიტა. 

დღის ამბები