16 აპრილი 2024,   18:13
ვრცლად
საქმე გვაქვს სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოშლასთან - ”საქართველოს რეფორმების ასოციაცია" TBC-ის საქმეზე საუბრობს

TBC ბანკის წინააღმდეგ დაწყებულმა დავამ დიდი დარტყმა მიაყენა სახელმწიფო ინსტიტუტებს - ასე აფასებს „საქართველოს რეფორმების ასოციაცია“ , TBC ბანკის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე.

ორგანიზაციაში ამბობენ, რომ სახელმწიფო უწყებები მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის არალეგიტიმურ ინტერესებს ემსახურებიან, რაც აზიანებს ქვეყნის ინტერესებს.

„საქართველოს რეფორმების ასოციაციაში“ ეჭვობენ, რომ ხელისუფლებამ კონკრეტული ბიზნესმენის დევნა ანაკლიის პორტის პროექტის ინტერესებიდან გამომდინარე დაიწყო.

„საზოგადოებაში არსებობს ეჭვი, რომ ეს შეიძლება უკავშირდებოდეს ერთი ადამიანის, კერძოდ ბატონი ივანიშვილის ინტერესებს. ამ ეჭვებს ამყარებს ბატონი ივანიშვილისსავე განცხადებები. პროცესებში ჩართულია სახელმწიფო ინსტიტუტები, ეროვნული ბანკი, საქართველოს პარლამენტი, პროკურატურა და ბუნებრივია, ერთი სამწუხარო დასკვნა მრჩება, რომ საქმე გვაქვს სწორედ სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოშლასთან და მათ მიერ არალეგიტიმური ინტერესების მომსახურებასთან,“ - განაცხადა ”საქართველოს რეფორმების ასოციაციის” (GRASS) დირექტორმა, პაატა გაფრინდაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები