20 აპრილი 2024,   09:12
ვრცლად
ბრიტანელმა დეპუტატებმა პარლამენტის მიერ „ბრექსიტის“ პროცესების მართვის უფლებას უყარეს კენჭი

ბრიტანეთის პარლამენტმა უპრეცენდენტო ნაბიჯი გადადგა და კენჭი უყარა გადაწყვეტილებას, რომელიც მას ბრექსიტის პროცესების მართვის უფლებას ანიჭებს.  

მთავრობა 329 ხმით დამარცხდა. მთავრობის წინააღმდეგ ხმა მმართველი კონსერვატორების 30-მა დეპუტატმაც მისცა, მათ შორის სამი მინისტრია.

ამ კვირაში თემთა პალატაში კიდევ რამდენიმე კენჭისყრა გაიმართება. დღის წესრიგში შეტანილი ცვლილებების პაკეტი მოიცავს ბრიუსელთან საბაჟო კავშირის შენარჩუნებას და მეორე რეფერენდუმის ჩატარებას, რაც პარლამენტის ნების განსაზღვრისთვის ერთგვარი ტესტი იქნება. ეს დაეხმარება თემთა პალატას, ბრექსიტის სხვადასხვა ვარიანტზე იმსჯელოს.

პარლამენტი ამავე კვირაში  კანონის მიღებას გეგმავს, რომელიც ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლის პროცესის 12 აპრილამდე გადატანას ეხება.

დღის ამბები