25 აპრილი 2024,   09:49
ვრცლად
სოციალური მომსახურების სააგენტოს სერვისცენტრები უწყვეტ რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას - ჯანდაცვის სამინისტრო

სოციალური მომსახურების სააგენტოს სერვისცენტრები უწყვეტ რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას. 

ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

ინფორმაციაში ნათქვამია, რომ გუშინ და დღეს სააგენტოში სულ 140 შეტყობინება შევიდა და მათგან 51 იყო გადაუდებელი შემთხვევა, რაზეც რეაგირება მყისიერად მოხდა.

„შემოსულ შეტყობინებებზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ. ბენეფიციარებს სერვისები უწყვეტად მიეწოდება,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

„სწორედ ამ თემაზე გაიმართა საკოორდინაციო ჯგუფისი მორიგი შეხვედრა, რომელსაც ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ხელმძღვანელობს. შეხვედრაზე განხილული იყო მიმდინარე სტატისტიკა და სამოქმედო გეგმა,“ - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღის ამბები