24 აპრილი 2024,   07:51
ვრცლად
ახალი სკანდალი - მამუკა მდინარაძემ პარტიული სმს შეცდომით ეკა ბესელიას გაუგზავნა

დღეს, 15:40 წუთზე, პარტია ქართული ოცნებიდან დემარშით წასულმა ეკა ბესელიამ ფრაქციის თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის, სმს შეტყობინება მიიღო.

გზავნილში პუნქტებად იყო გაწერილი შეფასებები ეკა ბესელიას დღევანდელ განცხადებაზე. 

კურიერის მოპოვებული ინფორმაცია ბესელიამ დაადასტურა.

დეპუტატს ეჭვი აქვს, რომ მამუკა მდინარაძემ მას შეცდომით ის "მესიჯბოქსი" გაუგზავნა, რომელიც უმრავლესობის დეპუტატებისთვის იყო განკუთვნილი. ბესელიას ამ ეჭვს აძლიერებს მმართველი პარტიის ორი დეპუტატის - ანრი ოხანაშვილის და გია ვოლსკის, განცხადებები. მათი საჯარო კომენტარებში ზედმიწევნით გაიმეორეს ის გზავნილები, რაც მდინარაძის სმს-ში ეწერა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ამბობდნენ, რომ ეკა ბესელია მძიმე ემოციურ მდგომარეობაში იმყოფება და მას დახმარება სჭირდება. 

ქართული ოცნებიდან დემარშით წასული დეპუტატი აცხადებს, რომ მდინარაძეს სმს საპარლამენტო უმრავლესობის სპიკერების იმ ჯგუფში უნდა გაეგზავნა, რომელშიც თავად ბესელია არ არის გაწევრიანებული. 

Image may contain: 1 person, sitting„გავხსენი. მე მიგზავნით-თქო, ჩემზე რომ გავახმოვანო-თქო? ასე იწყებოდა: ეკა ბესელია ხომ იცით, ვინ არის, მერე, ის, რაც თქვა კობახიძემ. პირველი - ხელი უნდა გავუწოდოთ, მეორე - ოხანაშვილმა რაც თქვა, პოლიტსაბჭოდან გამოიყვანეს, მესამე - რაც ვოლსკიმ თქვა. აბზაცებად იყო,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.

მამუკა მდინარაძე ბრალდებებს უარყოფს. ის კურიერთან საუბრისას ადასტურებს, რომ მესიჯი ბესელიას შეცდომით ნამდვილად მისწერა, თუმცა ამტკიცებს, რომ გზავნილი პარტიულ "მესიჯბოქს" არ შეიცავდა. მდინარაძის თქმით, ყოფილ თანაგუნდელს სალაპარაკო თემა მიეცა. 

მამუკა მდინარაძე-ის სურათის შედეგი„15:38 საათზე გაიგზავნა ეს მესიჯი, შეცდომით, ნინო წილოსანთან გასაგზავნი ეკა ბესელიასთან. ეკამ ვერ გაუძლო ელემენტარულ ტესტს. უკვე შეგვიძლია, უფრო ადვილად ვივარაუდოთ ბოლო ამ პერიოდის განმავლობაში და შეიძლება წლების განმავლობაშიც, ვინ დარბოდა თქვენთან მესიჯებით და ვის გაჰქონდა შიდა მესიჯები გარეთ. მინდა, გითხრათ ასევე, რომ იქ ისეთი არაფერი ეწერა. მთელი დღის ამონაკრები იყო, რა მესიჯები გახმოვანდა ჩვენი მხრიდან,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები