25 აპრილი 2024,   15:36
ვრცლად
მისი მთავარი ამოსავალი წერტილი იქნება, რომ გაზარდოს ბიზნეს კაპიტალი უზბეკეთში - თინა ბოკუჩავა ზურაბ აბდუშელიშვილზე

ომეგას სკანდალის დროს ხელისუფლებასთან შუამავლობისთვის დააჯილდოეს ახლა ეს ადამიანი იმით, რომ მისცეს ელჩის პოსტი,“ - ეს განცხადება პარლამენტის ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის მდივანმა, თინათინ ბოკუჩავამ, უზბეკეთში საქართველოს ელჩად ზურაბ აბდუშელიშვილის დანიშვნის შემდეგ გააკეთა.

ბოკუჩავას განცხადებით, აბდუშელიშვილს დიპლომატად მუშაობის გამოცდილება არა აქვს და მას ეს თანამდებობა მხოლოდ არჩევნების პერიოდში ხელისუფლების სასარგებლოდ გადადგმული ნაბიჯების გამო ჩააბარეს.

ომეგას სკანდალის დროს ხელისუფლებასთან შუამავლობისთვის დააჯილდოვეს ახლა ეს ადამიანი იმით, რომ მისცეს ელჩის პოსტი, მიუხედავად იმისა, რომ მას ერთი დღეც კი არ გაუტარებია დიპლომატიურ სამსახურში, თუ არ ჩავთვლით, ხუმრობით ვამბობ, ცხადია იმას, რომ მამა მსახურობდა ასევე უზბეკეთში ელჩის თანამდებობაზე შევარდნაძის დროს. ასე რომ, ეს კიდევ ერთი მაგალითია ნეპოტიზმის, იმის, რომ რეალურად ივანიშვილი კადრებს კი არ არჩევს იქიდან გამომდინარე, თუ ისინი როგორ მოემსახურებიან ქვეყნის ინტერესებს, არამედ პირადად ვინ ემსახურება მის ინტერესებს და ამ შემთხვევაში, თავად ამ ადამიანის მთავარი ამოსავალი წერტილი იქნება, რომ გაზარდოს ბიზნეს კაპიტალი უზბეკეთში,“ - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

დღის ამბები