25 აპრილი 2024,   12:52
ვრცლად
ინგუშეთშის დედაქალაქის მთავარ მოედანზე პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით ათასობით ადამიანი შეიკრიბა

ინგუშეთში პრეზიდენტის გადადგომას მოითხოვენ. დედაქალაქის მთავარ მოედანზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა.

მათი პროტესტის საბაბი ჩეჩნეთთან საზღვრის შესახებ შარშან გაფორმებული შეთანხმება გახდა.

ამ დოკუმენტის მიხედვით, ინგუშეთის მიწის გარკვეული ნაწილი ჩეჩნეთს გადაეცა. პრეზიდენტმა კი პარლამენტში კანონპროექტი შეიტანა, რომლის თანახმად, საზღვრის შეცვლაზე რეფერენდუმის ჩატარება აუცილებლობას აღარ წარმოადგენს.

დოკუმენტი პარლამენტმა ერთი მოსმენით უკვე მიიღო, მაგრამ უხუცესთა საბჭოსა და ოპოზიციის კრიტიკის შემდეგ პრეზიდენტმა ის უკან გაიწვია. მეორე მოსმენა 28 მარტს იგეგმებოდა.

მაგასში ჩახშულია ინტერნეტის სიგნალი, რის გამოც მედიასაშუალებები აქციის ამსახველი ვიდეომასალების გავრცელებას ვერ ახერხებენ.

 

დღის ამბები