20 აპრილი 2024,   17:50
ვრცლად
"სასაცილოა" - გვენეტაძის ყოფილი თანაშემწის განცხადებას მოსალოდნელ ფიზიკურ ზეწოლასთან დაკავშირებით, მოსამართლეები ეხმაურებიან

მუქარა და ფიზიკური ანგარიშსწორების შიში - უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ყოფილი ასისტენტის, კახა წიქარიშვილის, განცხადებებს საბჭოს მოქმედი და ყოფილი მოსამართლე წევრები კითხვას სასაცილოს უწოდებენ.

დაკავშირებული სურათი„სასაცილოა, ნამდვილად სასაცილოა! ასეთი განცხადებებით ყურადღების მიქცევა და ყურადღების მიქცევის მცდელობა, როგორსაც ეს ბატონი აკეთებს, არის ნამდვილად სასაცილო,“ - ამბობს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, გიორგი მიქაუტაძე.

კახა წიქარიშვილს აკრიტიკებს ასევე თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, ლევან მურუსიძე.

მისი თქმით, ნინო გვენეტაძის ყოფილი ასისტენტის განცხადებებს სერიოზულად დიდი ხანია, აღარ აღიქვამს.

ლევან მურუსიძე-ის სურათის შედეგი„რა ზეწოლაზე საუბრობთ... ვინმე უცემია მურუსიძეს? მითხარით, მოიკითხეთ საქართველოში. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე უნდა ეცემა მურუსიძეს, ამას იძახის კახა წიქარიშვილი და რუსთავი2-ის ჟურნალისტი მეკითხება, რომ კახა წიქარიშვილმა თქვა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლე უნდა ეცემა. რა სისულელეებს მეკითხებით, რას ლაპარაკობს კახა წიქარიშვილი, თვითონ იცის?...

„ერთხელ ერთ შეხვედრაზე ვიყავით და თქვა, რომ რატომ უნდა იყოს სარჩელი შეტანილი მაინც და მაინც წერილობით, მე შემიძლია, ეს სიმღერით გამოვთქვა ან ცეკვითო. როდესაც ეს მან თქვა, მაშინ მივხვდი, რომ მისი განცხადებების სერიოზულად აღქმა არ შეიძლებოდა,“ - განაცხადა მურუსიძემ.

მიქაუტაძე-მურუსიძისგან განსხვავებული პოზიცია აქვთ საბჭოს არამოსამართლე წევრებს. მათთვის კახა წიქარიშვილის განცხადება რეალურია და აცხადებენ, რომ ყოფილი თავმჯდომარის მოულოდნელი გაუჩინარება არაერთ შეკითხვას აჩენს.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ანა დოლიძე, ამბობს, რომ სახელმწიფოს ნინო გვენეტაძის დასაცავად არაფერი გაუკეთებია.

დაკავშირებული სურათი„გაუჩინარდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ნომერ პირველი პირი, თუ ვიფიქრებთ, რომ ეს არის მართლმსაჯულების ხელისუფლების სათავეში. სახელმწიფოში, სადაც უგზო-უკვლოდ, მსგავსი კითხვის ნიშნების ქვეშ მანამდე, როდესაც უტყვის, რომ ის არის ძალადობის მსხვერპლი და არაფერს არ გააკეთებს სახელმწიფო, გაუჩინარდება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, სერიოზული კითხვები უნდა დაისვას ფიზიკურ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. ხომ არ ეშინიათ აქ, ყოფილ და ახლანდელ მაღალი თანამდებობის პირებს საკუთარი პოზიციის დაფიქსირების,“ - განაცხადა ანა დოლიძემ.

კახა წიქარიშვილმა ნინო გვენეტაძეზე განხორციელებულ ზეწოლაზე პარლამენტში  ისაუბრა. მისი თქმით,  გვენეტაძე ე.წ. მოსამართლეთა კლანისგან მუდმივი ზეწოლის ქვეშ იმყოფებოდა.

წიქარიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ გვენეტაძე მასზე ფიზიკურ ანგარიშსწორებასაც არ გამორიცხავდა. წიქარიშვილი ირწმუნება, რომ გვენეტაძეს ზეწოლის შეეშინდა და ე.წ. კლანთან თანამშრომლობა დაიწყო.

ამავე თემაზე
დღის ამბები