19 აპრილი 2024,   22:37
ვრცლად
სქესობრივი განათლება სასულიერო პირების ჩართვით - სქესობრივი აღზრდის გაკვეთილებს მშობლების სურვილით მღვდლებიც დაესწრებიან

სქესობრივი აღზრდის გაკვეთილები ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში განხილვის თემა იყო. ცვლილებები, რომელსაც დეპუტატები სასულიერო პირებთან ერთად განიხილავდნენ, სკოლებში სექსუალური განათლების მიღების შეზღუდვას ეხებოდა.

სოფო კილაძის ინიციატივით, მოსწავლეები მსგავსი შინაარსის გაკვეთილებს მხოლოდ მშობლების თანხმობის შემთხვევაში უნდა დაესწრონ. ასევე, ოჯახის სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია, პროცესში სასულიერო პირებიც ჩაერთონ.

საკომიტეტო მოსმენას დღეს სასულიერო პირებიც ესწრებოდნენ.

ყველაზე დიდი წინააღმდეგობა სექსის შესახებ სკოლებში საუბარს სწორედ მღვდლებისგან წამოვიდა. საეკლესიო პირები კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან მათი ჩართულობის გარეშე საგნის სკოლაში შეტანას, თუმცა, არავის უფიქრია, რომ სოფიო კილაძის მიდგომა სხვდასხვა რელიგიის წარმომადგენელ მოსწავლეებს არათანაბარ პირობებში ამყოფებს.

კანონში ცვლილებები რომ დისკრიმინაციულია, არ დაობენ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.

მათ სოფიო კილაძეს დღეს სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის გაფორმებული კონკორდატი შეახსენეს, რომლის მიხედვითაც, სასკოლო ცხოვრებაში სასულიერო პირების ჩართვა მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა მოხდეს, როდესაც სწავლება უშუალოდ რელიგიას უკავშირდება.

სქესობრივი აღზრდისთვის კი მესამე სექტორის წარმომადგენელბი უფრო კომპეტენტურ პირებს ასახელებენ, ვიდრე სასულიერო პირები არიან.

დღის ამბები