25 აპრილი 2024,   05:31
ვრცლად
"საპენსიო რეფორმა მოქალაქეების მაქსიმალურ დისტანცირებას ახდენს სახელმწიფოსგან" - საფონდო ბირჟის გენერალური დირექტორი

„პრადოქსი ამ ყველაფრის გახლავთ იმაში, რომ ეს რეფორმა არის სწორედ ის რეფორმა, რომელიც ჩვენი მოქალაქეების მაქსიმალურ დისტანცირებას ახდენს სახელმწიფოსგან,“ - ეს განცხადება საქართველოს საფონდო ბირჟის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ფარესიშვილმა, დაგროვებითი საპენსიო რეფორმის შეფასებისას გააკეთა.

გიორგი ფარესიშვილი ამბობს, რომ მსოფლიო ბანკის გათვლებით, 2030 წელს საქართველოში იქნება 950 ათასი პენსიონერი, დღეს არსებული 700 ათასის ნაცვლად და შრომისუნარიანი მოსახლეობის რაოდენობა შემცირდება.

ფარესიშვილისთვის მიუღებელია, რომ ახალ საპენსიო სისტემას და დაკარგულ ანაბრებს შორის  პარალელს ავლებენ.

„არსებული სისტემა, ამისგან განსხვავებით, სახელმწიფოს ხელში კი არ აბრუნებს ამ ვალდებულებას, არამედ, პირიქით, სახელწმიფოსგან დისტანცირებას ახდენს და ჩვენ გვაძლევს საშუალებას, რომ ჩვენ თვითონ დავზოგოთ ჩვენი საკუთარი თავისთვის,“ - განაცხადა ფარესიშვილმა.

საპენსიო ფონდის რეფორმა 2019 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა. დაგროვებითი პენსიის რეფორმაში ჩართვა სავალდებულოა ყველა იმ მოქალაქისთვის, რომელიც 2018 წლის 6 აგვისტომდე არ იყო 40 წლის. ფორმულის მიხედვით, დასაქმებული საკუთარი ხელფასიდან, იგულისხმება დღგ-ს ჩათვლით ხელფასი, იხდის 2%-ს. 2%-ს იხდის დამსაქმებელიც და ასევე სახელმწიფოც.

დღის ამბები