19 აპრილი 2024,   08:50
ვრცლად
"ერთ-ერთი ყველაზე დიდი ლაფსუსი, რაც არის ამ რეფორმის, პირველ რიგში უნდობლობაა" - ფინანსისტი შოთა გულბანი

„ერთ-ერთი ყველაზე დიდი ლაფსუსი, რაც არის ამ რეფორმის, პირველ რიგში უნდობლობაა, მეორე რიგში არის გარანტია, რომელსაც საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელიც კი ვერ გაძლევთ,“ - ასეთი შეფასება ფინანსისტმა შოთა გულბანმა გადაცემა არჩევანში დაგროვებით საპენსიო რეფორმაზე საუბრისას გააკეთა.

გულბანის თქმით, რეფორმას, მიუხედავად ლაფსუსებისა, დადებითი ეფექტებიც აქვს.

მისი თქმით, მთლიანი ბიუჯეტის 14 პროცენტი დაიხარჯება 2019 წლის ბიუჯეტიდან, ხოლო 2030 წლისთვის 3.5 მილიარდი ლარი იქნება ბიუჯეტიდან გასაცემი.

„ეს იმას ნიშნავს, რომ, თუ ეკონომიკა, მინიმუმ, 7 პროცენტით არ გაგეზარდა, საპენსიო გასაცემლები მთლიან შიდა პროდუქტთან თუ არ შემცირდა, ეს გამოიწვევს ძალიან დიდ უარყოფით შედეგებს. მარტივად რომ ვთქვათ, ეს იმას ნიშნავს, რომ შემცირდება თავდაცვაზე ხარჯები, გაუქმდება საყოველთაო ჯანდაცვა, სხვადასხვა სოციალური პროგრამები, რომლებიც ახლა ძალიან კარგ საქმეს აკეთებენ. ბიუჯეტი დადგება სოციალური წნეხის წინაშე,“ - განაცხადა გულბანმა.

საპენსიო ფონდის რეფორმა 2019 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა. დაგროვებითი პენსიის რეფორმაში ჩართვა სავალდებულოა ყველა იმ მოქალაქისთვის, რომელიც 2018 წლის 6 აგვისტომდე არ იყო 40 წლის. ფორმულის მიხედვით, დასაქმებული საკუთარი ხელფასიდან, იგულისხმება დღგ-ს ჩათვლით ხელფასი, იხდის 2%-ს. 2%-ს იხდის დამსაქმებელიც და ასევე სახელმწიფოც.

დღის ამბები