25 აპრილი 2024,   10:54
ვრცლად
ჯგუფ "ნიუტონის" სოლისტი ბაბი (თამარ ბაბილუა) გარდაიცვალა

ჯგუფ ნიუტონის სოლისტი თამარ ბაბილუა, იგივე ბაბი, 31 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ამის შესახებ სოციალურ ქსელში მისი მეგობრები და თაყვანისმცემლები წერენ.

არსებული ინფორმაციით, ბაბი ბოლო პერიოდში  მძიმედ ავადმყოფობდა. 

ბაბი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბენდ ნიუტონის წევრი იყო. ის მუსიკლაურად აფორმებდა რუსთავი2-ის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ პროექტს "მხოლოდ ქართულს".  

მას 2015 წელს მას სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს, თუმცა, ჯგუფში სიმღერა არ შეუწვეტია. პირველი ოპერაციის შემდეგ მან საქართველოს რეკორდი დაამყარა – 25 საათის განმავლობაში შეუსვენებლად დაუკრა ფორტეპიანოზე.

ახალგაზრდა მუსიკოსის ჯანმრთელობის მდგომარეობა გუშინ საღამოს დამძიმდა, რის შემდეგაც ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამწუხაროდ, მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

რუსთავი2 მწუხარებას გამოთქვამს მისი გარდაცვალების გამო და თანაგრძნობას უცხადებს მის ოჯახს, მეგობრებს და მთელ საზოგადოებას. 

 

დღის ამბები