25 აპრილი 2024,   02:17
ვრცლად
აღენიშნებოდა შოკი, რაც განპირობებული იყო გასტროინტენსტინალური სისხლდენით - დაშავებული ტაქსის მძღოლი რეანიმაციულ განყოფილებაშია

რუსთაველის გამზირზე პოლიციასთან შეხლა-შემოხლის დროს დაშავებული აქციის მონაწილე ინგოროყვას კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. 62 წლის მამაკაცს შინაგანი სისხლდენა აღენიშნებოდა. მან დაზიანებები მაშინ მიიღო, როდესაც ტაქსის მძღოლებმა გზის გადაკეტვა სცადეს, რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა.

„შემოსვლისას აღენიშნებოდა შოკი, რაც განპირობებული იყო გასტროინტენსტინალური სისხლდენით. პაციენტი შემოსვლისთანავე მოთავსდა შოკის დარბაზში. მოხდა სისხლდენის ლიგირება. ამ ეტაპისთვის პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია,“-განაცხადა მკურნალმა ექიმმა  ნანა ჩხიკვაძემ.

დაშავებული კლინიკაში მოინახულა „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარემ.

"დღეს პოლიციამ დაარბია მშვიდობიანი საპროტესტო აქცია. ნებადართული, კანონიერი. რუსთაველის პროსპექტზე. გამოიყენეს გადაჭარბებული ძალა და ჩვენი აქტივისტი ომარ გავაშელი მოხვდა ახლა რეანიმაციაში შინაგანი სისხლის დენით,“-განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

ტაქსის მძღოლები საპროტესტო აქციას დილიდან მართავენ. ისინი ტაქსებისთვის დაწესებული ახალი რეგულაციების 2025 წლამდე გადავადებას ითხოვენ. მოთხოვნებს შორის არის მანქანების თეთრად შეღებვის ვალდებულების გადაწევაც.

ამავე თემაზე
დღის ამბები