23 აპრილი 2024,   17:54
ვრცლად
აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლის იუბილე - თბილისში "ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოს" ორგანიზებით მედია ღონისძიება გაიმართა

აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით თბილისში "ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოს" ორგანიზებით მედია ღონისძიება გაიმართა. შეხვედრაზე მედიის წარმომადგენლებს ​ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული რეგიონული პროექტების წარმატების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

შეხვედრის მთავარი მიზანი იმ რეალური შედეგების და შესაძლებლობების განხილვა იყო, რომლითაც ევროკავშირი რეგიონული პროგრამების საშუალებით საქართველოს მოქალაქეებს უზრუნველყოფს.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებულმა ინიციატივამ „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ გორის და ბოლნისის მუნიციპალიტეტების საუკეთესო პროექტები წარადგინა.

„ის პრობლემები, რომლებიც დღეს არის საქართველოში სწორედ მსგავსი პროექტების საშუალებით შეიძლება აღმოიფხვრას და გაუმჯობესდეს სიტუაცია. ევროკავშირი ძალიან ბევრ პროექტს აფინანსებს სწორედ მსგავსი სპეციფიკური პრობლემების მოგვარებისთვის,“ - განაცხადა პროექტის ერთ-ერთმა მონაწილემ თამარ თუმანიშვილმა.

დღის ამბები