22 სექტემბერი 2019,   02:33
ვრცლად
კადრებთან ერთად ჩნდებიან კომენტარებით მათიკაშვილ-ოხანაშვილ-კილაძეები...მათი კომენტარები ისეთი ამაზრზენია, განცდა გრჩება ამ მორალური ტერორის მონაწილეები არიან - ბესელია 

ეკა ბესელია მისი პირადი ცხოვრების ამსახველ კადრების გავრცელებას კიდევ ერთხელ ეხმაურება. სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში, დეპუტატი მის მიმართ წარმოებულ მორალურ ტერორზე საუბრობს.  ბესელიას განცხადებით, ყოველთვის, როდესაც უკანონო ჩანაწერების გავრცელება ხდება, მაშინვე საჯარო კომენტარებით ჩნდებიან "მათიკაშვილ-ოხანაშვილ-კილაძეები". მათი კომენტარები კი ტოვებს განცდას, რომ ისინი მორალური ტერორის მონაწილეები არიან.

„მორალური ზღვარი გადის ყველგან... ეს ზღვარი თუ წაიშალა წალეკავს ყველაფერს...ამიტომაც ყველგან დასაცავია!!! სხვაგვარად აიზილება ტყუილ -მართალი, კეთილი და ბოროტი... არ შემიძლია არ დავწერო მოკლედ ის, რაც ასევე მორალური ტერორის ნაწილია.
დაუცველობის განცდა უჩნდებათ ადამიანებს, როდესაც ხედავენ რამდენჯერ განხორციელდა პირადი სივრცის ხელყოფა, უკანონო ჩანაწერების გავრცელება და ისევ არ ჩანს ამ ყველაფრის ორგანიზატორი .... მაგრამ მაშინვე ჩნდებიან საჯარო კომენტარებით მათიკაშვილ-ოხანაშვილ-კილაძეები .. (ყველას გვარს რა ჩამოთვლის...კოლექტიური ტერორისტები) მათი კომენტარები ისეთი ამაზრზენია, რომ განცდა გრჩება ამ მორალური ტერორის მონაწილეები თავადაც არიან....უხარიათ...ვერ მალავენ შურისძიების სურვილს, ვერ ახერხებენ ასეთ დროს მაინც თავშეკავებას თავდასხმისგან.... 
მედიას მინდა ვთხოვო ისევ, მათ დიდი გავლენა აქვთ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე:
ნუ შეუწყობთ ირიბად და უნებლიედაც კი- განმეორებით ვიქტიმიზაციას ხელს და ნუ მისცემთ საშუალებას მორალურ ტერორისტებს საჯაროდ განახორციელონ ეს ბოროტება... კითხვა დაუსვით კილაძეს როცა დახურულ მასალებს ასაჯაროებს ღია ეთერში , საიდან უნდა ქონდეს მოწმეს ეს მასალები ნანახი, როცა ამის უფლება არა აქვს კანონით და რატომ არ რეაგირებს საგამოძიებო უწყება როდესაც საჯაროვდება დახურული მასალები? აღარაფერს ვამბობ ამ სიცრუის და ცილსიწამების დაუსრულებელ სერიალზე რაც მოედინება...არ ვთვლი პასუხის ღირსად მათ ვისაც არა აქვთ ღირსება!!! დაე საზოგადოებამ განსაჯოს, დაინახოს, გააცნობიეროს რა ხდება და სახელი დაარქვას! 
მე მინდა გაჩვენოთ, რომ ქალის დამარცხება ამ მეთოდებით შეუძლებელია- როცა ის იბრძვის სიმართლისა და სამართლიანობისთვის ! მე მინდა დაიჯეროთ რომ შეუძლებელია გატეხო ქალი, როცა ის იბრძვის სხვათა დასაცავად და სამშობლოს უკეთესი მომავლისთვის !!! 
მე ვეცდები ეს საკუთარი მაგალითით დაინახოთ და დაიჯეროთ !!!
იოლია?- არა! არაა იოლი , მაგრამ შესაძლებელია .... !!!
ადამიანის ღირსება მის არჩევანშია! მე ბევრი წლის წინ გავაკეთე ეს არჩევანი თავისუფლებისა და სამართლიანობისთვის ! 
მჯერა რომ მარტო არა ვარ და ბევრნი ვართ!!!,"-წერს ეკა ბესელია.   

დღის ამბები