25 აპრილი 2024,   21:03
ვრცლად
სამედიცინო დაწესებულებაში ტაქსის მძღოლების აქციის კიდევ ერთი მონაწილე მოხვდა - 39 წლის მამაკაცს ინსულტის დიაგნოზი აქვს 

ტაქსის მძღოლების საპროტესტო აქცია და დაპირისპირება პოლიციასთან - სამედიცინო დაწესებულებაში დღის ბოლოს, აქციის კიდევ ერთი მონაწილე მოხვდა. ის შეუძლოდ თბილისის საქალაქო სასამართლოში გახდა, სადაც აქციაზე დაკავებულის პროცესზე დასასწრებად მივიდა. 

39 წლის მამაკაცი ინსულტის დიაგნოზით კლინიკაში გადაიყვანეს. სავარაუდოდ პაციენტს ინსულტი ნერვიულობის ნიადაგზე განუვითარდა. 

ასევე საავადმყოფოში რჩება აქციის კიდევ ერთი მონაწილე, რომელიც პოლიციასთან შეხლა-შემოხლის დროს დაშავდა. ის შინაგანი სისხლდენით რეანიმაციაშია მოთავსებული.

რაც შეეხება დაკავებულს, რომელსაც პოლიციას ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევას ედავება, რაც დაუმორჩილებლობას გულისხმობს, მოსამართლემ ის 8 აპრილამდე გაათავისუფლა. სწორედ 8 აპრილს გაირკვევა მოხდება თუ არა მისი დაჯარიმება პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისათვის. 

დღის ამბები