20 აპრილი 2024,   19:31
ვრცლად
ტანკერის გატაცების მცდელობა ლიბიის სანაპიროსთან - მიგრანტებმა გემის კაპიტანს კურსის შეცვლა აიძულეს

ლიბიის სანაპიროსთან მიგრანტებმა ტანკერი გაიტაცეს და კაპიტანს ევროპისკენ კურსის შეცვლა მოსთხოვეს. ინციდენტი სამაშველო ოპერაციის შემდეგ მოხდა. ტანკერის ეკიპაჟმა ზღვაში მიგრანტები აღმოაჩინა და წყლიდან ამოყვანა. როდესაც გადარჩენილებს უთხრეს, რომ ლიბიაში აბრუნებდნენ, მათ მეზღვაურები დააკავეს და კაპიტანს კურსის შეცვლა აიძულეს.

მომხდარიდან რამდენიმე წუთში კაპიტანმა მალტის სანაპირო დაცვას აცნობა, რომ ხომალდზე სიტუაციას ვეღარ აკონტროლებდა. შემთხვევის ადგილზე საპატრულო გემები მივიდნენ. გატაცებული ტანკერის ბორტი სპეცრაზმმა დაიკავა და მეზღვაურებიც დაიხსნა.

ავიაციის თანხლებით ტანკერი ვალიეტას პორტში შევიდა, სადაც ის საქმის გამოსაძიებლად პოლიციას ჩააბარეს.

დღის ამბები