25 აპრილი 2024,   10:54
ვრცლად
ვფიქრობ, რომ ხვალიდან გაფიცვა შეწყდება - დავით სერგეენკოსა და სოცმუშაკებს შორის შეხვედრა დასრულდა

ჯანდაცვის სამინისტროში გაფიცულ სოციალურ მუშაკებთან შეხვედრა დასრულდა. მოლაპარაკებას ესწრებოდა დავით სერგეენკოც.

ჯანდაცვის სამინისტრო 4-პუნქტიანი გეგმით სთავაზობს სოცმუშაკებს პრობლემების მოგვარებას, თავის მხრივ, სოციალური მუშაკები 6 ძირითად მოთხოვნას აყენებენ, რომელთა დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, ისინი პროტესტს გააგრძელებენ.

ჯერჯერობით, სოციალური მუშაკების პოზიცია უცნობია. შეწყვეტენ თუ არა ისინი გაფიცვას და დაუბრუნდებიან სამუშაო გარემოს, სხვა სოცმუშაკებთან მოლაპარაკებების შემდეგ გახდება ცნობილი.

შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა გააკეთა. დავით სერგეენკო იმედოვნებს, რომ დღევანდელი საუბრების შემდეგ გაფიცვა დასრულდება და ხვალ დილიდან სოციალური მუშაკები დაუბრუნდებიან სამუშაო ადგილს.

დავით სერგეენკო-ის სურათის შედეგი"ვფიქრობ, რომ გაფიცვა დასრულდება, საბოლოო შეთანხმება არის ასეთი, რომ უკლებლივ ყველა პუნქტი განვიხილეთ, გავაანალიზეთ. საბოლოოდ, მათი პოზიცია იყო, რომ ამას, რაც ჩვენ შეთანხმებას მივაღწიეთ, უკვე ფორმალიზებულად, დოკუმენტის სახით გააცნობენ სხვა სოციალურ მუშაკებს, მოისმენენ მათ მოსაზრებას და ამის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას გაფცვის შეწყევეტაზე... ვფიქრობ, რომ ხვალიდან გაფიცვა შეწყდება," - ამბობს დავით სერგეენკო.

მინისტრი ამბობს, რომ რჩება საკითხები, რომელთა შესრულებაც ფიზიკურად შეუძლებელია. ხელფასების მომატებასთან დაკავშირებით საუბრისას მინისტრმა აღნიშნა, რომ ანაზღაურების გაზრდა მხოლოდ 2020 წლიდან მოხდება.

გაფიცულები კი ითხოვდნენ, რომ მათი ხელფასების მატება წელს 30 პროცენტით მომხდარიყო.

სერგეენკო ასევე ამბობს, რომ პირველ ეტაპზე გამოცხადდება ვაკანსია 50 ახალი სოცმუშაკის თანამდებობაზე, თუმცა, ეს ციფრიც არ არის დამაკმაყოფილებელი გაფიცულებისთვის, რადგან ისინი 70 კადრის დამატებას ითხოვენ.

დღის ამბები