19 აპრილი 2024,   07:11
ვრცლად
63 გათავისუფლებული თანამშრომელი - პრეზიდენტის ადმინისტრაციას კომპენსაციის სახით ნახევარ მილიონამდე ლარის გადახდა მოუწევს

პრეზიდენტის ადმინისტრაციას, გათავისუფლებული თანამშრომლებისთვის ნახევარ მილიონამდე ლარის გადახდა მოუწევს. საუბარია იმ თანამშრომლებზე, რომლებმაც სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებისა და რეორგანიზაციის შემდეგ თანამდებობები დატოვოს.

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის, ხატია მოისწრაფიშვილის განცხადებით, ადმინისტრაციიდან რეორგანიზაციის შედეგად 63 თანამშრომელია გათავისუფლებული. როგორც მან „კურიერთან“ საუბრისას აღნიშნა, კომპენსაციებისთვის 436 ათას 500 ლარი უნდა გაიცეს.

მოისწრაფიშვილის თქმით, მთავრობა როგორც კი კომპენსაციისთვის საჭირო დოკუმენტს დაამტკიცებს, თანხების გაცემა დაიწყება.

ხატია მოისწრაფიშვილი-ის სურათის შედეგი

„ფინანსთა სამინისტრომ უკვე მოამზადა შესაბამისი განკარგულება, რის საფუძველზეც გაიცემა საკომპენსაციო თანხები, რომელიც მთავრობაში გაგზავნილია. მთავრობა როგორც კი დაამტკიცებს, მათთვის კომპენსაციების გაცემა მოხდება,“ - განაცხადა მოისწრაფიშვილმა.

დღის ამბები