20 აპრილი 2024,   06:14
ვრცლად
ეროვნული სიმფონიური ორკესტრის ხელმძღვანელის, ნიკოლოზ რაჭველის გათავისუფლება არ განიხილება - განათლების მინისტრი 

ეროვნული სიმფონიური ორკესტრის ხელმძღვანელის, ნიკოლოზ რაჭველის გათავისუფლება არ განიხილება - ეს განცხადება, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა გააკეთა.

მიხეილ ბატიაშვილის თქმით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ რაჭველის გათავისუფლება დღის წესრიგში იდგა, სიმართლეს არ შეესაბამება.

მინისტრი ასევე გამოეხმაურა ფილარმონიის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს და განაცხადა, რომ თბილისის საკონცერტო დარბაზის ბედს უახლოეს მომავალში გადაწყვეტენ და ეს ქალაქის ინტერესების გათვალისწინებით მოხდება.

მიხეილ ბატიაშვილი-ის სურათის შედეგი„ფილარმონია, რაც ყველაზე მთავარია, უნდა იყოს ორიენტირებული იმისთვის, რომ უნდა ემსახურებოდეს ქალაქის კულტურულ და აქტიურ ცხოვრებას. ამიტომ, ეს ორი თემა, როგორც ვთქვი, რომ ერთი არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ გადაწყვეტილება ქალაქის ინტერესებიდან იქნება მიღებული და მეორე, რომ ნიკას ასეთი განცხადება ვრცელდებოდა, ნიკას გათავისუფლების შესახებ. პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ არ განხილულა და ახლაც არანაირად არ განიხილება ეგ საკითხი,“ - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

ნიკოლოზ რაჭველის გათავისუფლება  კი არ გამორიცხა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, მიხეილ გიორგაძემ. მისი თქმით, თუ ეროვნული ორკესტრის თავშესაფრის პრობლემა დროულად არ მოგვარდება, მაშინ გამორიცხული არ არის, რომ ნიკოლოზ რაჭველის „დაკავებული პოზიციის შესაბამისობის საკითხი დადგეს“.

100-წლიანი ისტორიის მქონე ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრს საკუთარი შენობა არ გააჩნია. დროებით თავშესაფარი მუსკომედიის ყოფილ შენობაში ნახეს.

ორკესტრის მუსიკალური ხელმძღვანელი, ნიკოლოზ რაჭველი ამბობს, რომ მისი განახლება საკმაოდ დიდ თანხასთან არის დაკავშირებული და სახელმწიფოსთვის ბევრად უფრო მარტივი იქნებოდა, თუ სიმფონიურ ორკესტრს ფილარმონიას გადასცემდა და ამით ისტორიული სამართლიანობაც იზეიმებდა.

ეროვნული სიმფონიური ორკესტრმა ფილარმონიის გადაცემა მას შემდეგ მოითხოვა, რაც საქართველოს ქონების მართვის სააგენტომ თბილისის საკონცერტო დარბაზის ამჟამინდელ მმართველ კომპანიას ხელშეკრულება შეუწყვიტა. მიზეზი ის 3 მილიონ ლარზე მეტი დავალიანებაა, რასაც „ინთერნეიშენალ ივენთი“ უკვე წლებია, არ იხდის.

დღის ამბები