19 აპრილი 2024,   19:08
ვრცლად
კომპენსაცია გათავისუფლებული თანამშრომლებისთვის - 2 წლის განმავლობაში სახელმწიფოს მილიონ ნახევრის გადახდა დაეკისრა

სხვადასხვა უწყებაში განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად გათავისუფლებული თანამშრომლების შესახებ ინფორმაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ სწავლობს. არასამთავრობო ორგანიზაციას მომზადებული აქვს სტატისტიკა.

„გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინფორმაციით, 2017-2018 წლებში მათმა ორგანიზაციამ 70-მდე ადამიანისთვის თანამდებობებზე აღდგენის შესახებ სასამართლო დავა მოიგო. 

2 წლის განმავლობაში სახელმწიფოს კომპენსაციის სახით, დაახლოებით, 2 მილიონამდე ლარი უნდა გაეცა. თანხების ნაწილი უკვე გადახდილია.

Image may contain: 1 person, standing, suit and indoor

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ წარმომადგენლის, ლევან ნატროშვილის თქმით, სახელმწიფომ რეორგანიზაციასთან დაკავშირებით ისეთი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, რომ ხარჯი ნაკლები იყოს. 

„გვქონია ბევრი საქმე, 2017-2018 წლებში დაახლოებით. 70-მდე საქმე გვქონდა, რომელიც მოვიგეთ და დაახლოებით, მილიონ ნახევარი ლარის კომპენსაციის გადახდა დაეკისრა სახელმწიფოს,“ - განაცხადა ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” პროგრამის მენეჯერმა, ლევან ნატროშვილმა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციას, გათავისუფლებული თანამშრომლებისთვის ნახევარ მილიონამდე ლარის გადახდა მოუწევს. საუბარია იმ თანამშრომლებზე, რომლებმაც სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებისა და რეორგანიზაციის შემდეგ თანამდებობები დატოვოს.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები