20 აპრილი 2024,   00:58
ვრცლად
ბანგლადეშში ხანძარს 7 ადამიანი ემსხვერპლა

ბანგლადეშის დედაქალაქში მასშტაბურ ხანძარს 7 ადამიანი ემსხვერპლა. ცეცხლი დაკას კომერციულ უბანში, 19 სართულიან შენობას მოედო. კორპუსიდან მაშველებმა 20-ზე მეტი დაშავებული გამოიყვანეს, თუმცა ხალხი იქ კიდევ რჩება.

თვითმხილველების ცნობით, რამდენიმე ადამიანი თავის გადარჩენის მიზნით ფანჯრიდანაც გადახტა.

ამ დროისთვის ხანძარი უკვე ლოკალიზებულია. სამაშველო ოპერაციაში ბანგლადეშის საჰაერო ძალების ვერტმფრენებიც მონაწილეობენ. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით დადგენილი არ არის.

დღის ამბები