19 აპრილი 2024,   22:53
ვრცლად
გიორგი ვოლსკი ადასტურებს, რომ მისი სახლის გაქურდვა სცადეს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი ვოლსკი "კურიერთან" საუბრისას ადასტურებს, რომ მცხეთის რაიონში  მისი სახლის გაქურდვა სცადეს. გიორგი ვოლსკი არჩილ თალაკვაძის შემდეგ "ქართული ოცნების" მეორე ლიდერია, რომლის კერძო საკუთრებაც მძარცველების სამიზნე გახდა. 

"ხო, შემეხო პრობლემა. ეტყობა ვიღაც პატარა ბავშვმა შუშა ჩატეხა სახლში და ფანჯრის გაღებას შეეცადა. არის ეგეთი. ცოტა არის ამაში რაღაც სკანდალური, რომ დეპუტატი ხარ, თორემ იმან, ვინც გატეხა ფანჯარა, იმან არ იცის, ის დეპუტატი არის თუ იმისია," - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ "კურიერთან" ინტერვიუში. 

დღეს საქართველოს პარლამენტში პრემიერისა და შს მინისტრის მოხსენების შემდეგ, ოპოზიციის წევრებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ საპარლამენტო უმრავლესობის ორი დეპუტატი გახდა მძარცველების სამიზნე. "კურიერმა" გაარკვია, რომ ერთი არჩილ თალაკვაძე, მეორე კი გია ვოლსკი იყო. 

 

 

დღის ამბები