20 აპრილი 2024,   03:44
ვრცლად
საპრეზიდენტო არჩევნები უკრაინაში - კვლევების მიხედვით ვლადიმირ ზელენსკი ლიდერობს

უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში, სოციოლოგიური კვლევების მიხედვით, ვლადიმირ ზელენსკი ლიდერობს.

უკრაინული ტელეარხები აქტიურად აშუქებენ სოციოლოგიური კვლევის შედეგებს, სადაც ვლადიმირ ზელენსკის 23% -იანი მხარდაჭერა აქვს. კვლევის მიხედვით, მეორე ადგილზეა მოქმედი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო, მას 16. 40% აქვს მიღებული, მესამე ადგილზე კი იულია ტიმოშენკოა 15.70%-ით.

პოროშენკო და ტიმოშენკო კვლევებს არ ენდობიან. ორივე მათგანს სჯერა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვებენ.

რაც შეეხება უკრაინელ ამომრჩეველს, მათი თქმით, წინასაარჩევნო კამპანიაში გამოჩნდა, რომ კანდიდატები ერთმანეთს ბინძური მეთოდებით ებრძვიან.

რიგითი მოქალაქეები ამბობენ, რომ მათ აქვთ ცვლილებების იმედი, თუმცა ეშინიათ რუსეთისგან მომდინარე საფრთხეების. მათი აზრით, რუსეთის ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა უკრაინას საბოლოოდ დაეპატრონოს.

როგორც სოციოლოგიური კვლევებით ჩანს, უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნებზე მაღალი აქტივობა იქნება, რადგან არჩევნებზე მისვლის სურვილს ახალგაზრდები აქტიურად გამოთქვამენ.

უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები 31 მარტს გაიმართება. დღეს კანდიდატებს საარჩევნო კამპანიის საწარმოებლად ბოლო დღე აქვთ. ხვალ კი ისინი საარჩევნო კამპანიას შეწყვეტენ.

უკრაინაში საარჩევნო კამპანია კომპრომატების ომში გადაიზარდა - НТВ პოროშენკოს შვილის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გაავრცელა

დღის ამბები