18 აპრილი 2024,   22:09
ვრცლად
იყო უბრალოდ ემოციის ფონზე ზოგადად ნათქვამი სიტყვები - ზვიად კუპრავას სიტყვა სასამართლოზე

სასამართლოს უპატივცემულობისთვის დაკავებული ზვიად კუპრავას საქმეზე სასამართლო განხილვა გაიმართა. პროცესზე ბრალდების მხარის ვიდეო და წერილობითი მტკიცებულებები გამოიკვლიეს. მათ შორის ვიდეოჩანაწერი, რომელიც საქალაქო სასამართლოს სასადილოშია გადაღებული. დაცვის მხარე აცხადებს, რომ ამ მტკიცებულებებით კუპრავას დანაშაული არ მტკიცდება.

სასამართლო პროცესზე სიტყვით ბრალდებული ზვიად კუპრავა გამოვიდა. მისი თქმით, მის მიერ ინციდენტის დროს გაჟღერებული სიტყვები, კონკრეტული მოსამართლის მიმართ არ იყო წარმოთქმული.

„რასაც მედავება პროკურატურა, ეს არ იყო არამც და არამც მიმართული კონკრეტული მოსამართლის მიმართებით. იყო უბრალოდ ემოციის ფონზე ზოგადად ნათქვამი სიტყვები, იმ ემოციის ფონზე, რომელიც შექმნა პოლიციელების შემოსვლამ და უკანონო დავალებისა და მითითების მიცემამ,“ - განაცხადა ზვიად კუპრავამ.

ზვიად კუპრავას საქმეზე მომდევნო სასამართლო პროცესი 12 აპრილს ჩაინიშნა.

 

დღის ამბები