24 აპრილი 2024,   05:42
ვრცლად
ხმაური ბათუმის ერთ-ერთ საადვოკატო ბიუროში - პოლიციამ 21 წლის ახალგაზრდა დააკავა

ხმაური ბათუმის ერთ-ერთ საადვოკატო ბიუროში - პოლიციამ 2-დღიანი ძებნის შემდეგ,  ქობულეთში ახალგაზრდებს შორის ინციდენტში მონაწილე ერთ-ერთი პირი დააკავა.

ინციდენტში მონაწილე 21 წლის ახალგაზრდა საადვოკატო ბიუროში მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს და ამ წუთებში მას ბრალს უყენებენ.

დაკავებული გიორგი ანთაძის დედა აცხადებს, რომ მისი შვილი ადვოკატთან გასაუბრებისთვის მივიდა, რა დროსაც პოლიცია ადვოკატის კაბინეტში შევიდა და ახალგაზრდა დააკავა.

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდები ორ პოლიციელს ფიზიკურად მაშინ გაუსწორდნენ, როდესაც ისინი მოჩხუბარ ახალგაზრდებს აშველებდნენ. 

დანაშაული 4-დან 7-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

დღის ამბები