19 აპრილი 2024,   15:07
ვრცლად
აქცია ირანელი რეპერის წინააღმდეგ - აქციის მონაწილეებმა თურქეთის საელჩოსთან გადაინაცვლეს

ირანის საელჩოსთან გამართული აქციის მონაწილეებმა თურქეთის საელჩოსთან გადაინაცვლეს და თავისი მოთხოვნები ამჯერად იქ გაასაჯაროეს. ქართულ-რუსული ცენტრის ხელმძღვანელი დიმიტრი ლორთქიფანიძე და მისი თანამოაზრეები  ირანელი რეპერის ამირ თათალუს საქართველოდან გაძევებას ითხოვენ.  

რამდენიმე დღის წინ მუსიკოსმა ფილარმონიაში კონცერტი ირანული დიასპორისთვის გამართა, სადაც  როგორც აქციის მონაწილეები ამტკიცებენ, მან შეურაცხყოფა მიაყენა ქართველებს.

აქციის მონაწილეები დღეს ირანის საელჩოსთან შეიკრიბნენ და ახსნა-განმარტება დიპლომატებისგან მოითხოვეს. მათ შეხვდა ირანის ელჩი, რომელმაც განმარტა, რომ კონცერტის ვიდეო ნანახი არ აქვს, თუმცა თქვა, რომ მუსიკოსი კანონდამრღვევი და ძებნილია ირანში და როგორ მოხვდა ის საქართველოში, არ იცის.

დღის ამბები