25 აპრილი 2024,   04:59
ვრცლად
ხმაური ფოთში - ოპოზიცია საფეხბურთო სტადიონის სამშენებლო ხარვეზებზე საუბრობს

ხმაური იყო დღეს ფოთში მშენებარე სტადიონზე - ოპოზიცია სამშენებლო ხარვეზებზე საუბრობს. მათი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პროექტში ცვლილებები რამდენჯერმე შევიდა, სტადიონი საერთაშორისო სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს.

ოპოზიცია ხელისუფლებას მოუწოდებს სტადიონის ამ ფორმით ჩაბარებაზე უარი თქვას. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის დარეჯან ცხვიტარიას თქმით სტადიონი ეროვნული თამაშების საერთაშორისო სტანდარტებს არ ექვემდებარება.

საშხაპეები და სველი წერტილები დარღვევებით არის მოწყობილი. სივიწროვის გამო იქ შეუფერხებლად გადაადგილება შეუძლებელია.

ფოთის მერიაში ადასტურებენ, რომ პროექტი ხარვეზებით შესრულდა. ფოთის საფეხბურთო მოედანი 2013 წლიდან შენდება და ამისთვის რამდენიმე მილიონი დაიხარჯა. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში გუნდი საშინაო მატჩებს სხვა ქალაქებში მართავს.

ფოთის მერის მოადგილე აღნიშნავს, რომ ორშაბათს ჩანიშნული კომისიის სხდომა, ხარვეზების არსებობის შემთხვევაში შეისწავლის მათ და ხარვეზების გამოსწორების მიზნით სამშენებლო კომპანიას მიმართავს.

 

დღის ამბები