18 აპრილი 2024,   23:20
ვრცლად
ჟენევის ფორმატი უნიკალურია და ის უნდა შენარჩუნდეს - ტოივო კლაარი

ჟენევის ფორმატი უნიკალურია და ის უნდა შენარჩუნდეს, - ამის შესახებ ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში, ტოივო კლაარმა „კურიერისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„რუსთავი 2“ დაინტერესდა, რა პოზიცია აქვს ევროკაშირს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის იმ განცხადებებთან  დაკავშირებით, სადაც სალომე ზურაბიშვილი ჟენევის ფორმატის გადახედვაზე საუბრობს. 

ტოივო კლაარი მიიჩნევს, რომ ჟენევის ფორმატი უნიკალურია და მისი აზრით, მსგავსი ფორმატის ხელახლა შექმნა მარტივი არ იქნება. ევროპელი დიპლომატი იმედს გამოთქვამს, რომ ეს ფორმატი შენარჩუნდება.

„ჟენევის ფორმატი 10 წელზე მეტია, არსებობს. თუ მონაწილეები გადაწყვეტენ, რომ უნდა შეიცვალოს, თანათავმჯდომარეები დათანხმდებიან. მაგრამ ამავდროულად ხაზი მინდა გავუსვა, რომ ჟენევის ფორმატი უნიკალურია და არ მგონია, მსოფლიოში მსგავსი ფორმატები იყოს. შეიძლება არსებობს იმედგაცრუება მიღწევებთან დაკავშირებით, მაგრამ ფაქტია, რომ ჟენევის ფორმატი ერთ მაგიდასთან თავს უყრის ხალხს და ის შენარჩუნებული უნდა იყოს. რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჟენევა ერთადერთი ფორმატია, სადაც დისკუსიები იმართება. პრობლემური თემები უმაღლეს დონეზეც განიხილება თქვენი პრეზიდენტის ან სხვა ოფიციალური პირების სხვადასხვა ქვეყანაში ვიზიტების დროს. მაგრამ ჟენევა ნამდვილად უნიკალური ფორმატია და უნდა შენარჩუნდეს,“ - განაცხადა ტოივო კლაარმა.

ჟენევის ფორმატის მორიგი შეხვედრა 2-3 აპრილს გაიმართება.

დღის ამბები