24 აპრილი 2024,   06:50
ვრცლად
პალესტინელები ღაზის სექტორში საპროტესტო აქციების წლისთავს აღნიშნავენ

პალესტინელები ღაზის სექტორის საზღვარზე მასშტაბური საპროტესტო აქციების დაწყების წლისთავს აღნიშნავენ.

ისრაელი-ღაზის საზღვარზე კვლავ ათასობით ადამიანია შეკრებილი. აქცია არეულობის ფონზე მიმდინარეობს. დემონსტრანტების შეჩერებას ისრაელის არმიის სამხედროები ცრემლსადენი გაზით ცდილობენ, აქტივისტები კი ქვებსა და ალმოდებულ საბურავებს ისვრიან. ადგილზე მობილიზებული არიან სნაიპერებიც.

გაეროს მონაცემებით, ე.წ. დაბრუნების მარშის დაწყებიდან 2018 წლის ბოლომდე ისრაელი-ღაზის საზღვარზე 189 პალესტინელი და ისრაელის არმიის ერთი ჯარისკაცი დაიღუპა.

დღის ამბები