20 აპრილი 2024,   12:49
ვრცლად
ტერეზა მეი ბრექსითზე პარლამენტარებთან მორიგებას მეოთხედ შეეცდება

ბრიტანული მედია წერს, რომ ტერეზა მეი ბრექსითის გარიგებასთან დაკავშირებით პარლამენტარებთან მორიგებას მეოთხედ შეეცდება.

მოლაპარაკებებს პრემიერ-მინისტრი მომავალ კვირაში გამართავს, მორიგი უშედეგო მცდელობის შემთხვევაში კი, არ არის გამორიცხული, ბრექსითის გამო შექმნილი პოლიტიკური კრიზისის მოსაგვარებლად ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს.

ტერეზა მეის გეგმა თემთა პალატამ გუშინ მესამეჯერ არ დაამტკიცა. ალტერნატიული გამოსავალის არ არსებობის შემთხვევაში ოფიციალურმა ლონდონმა ევროკავშირი 12 აპრილს, გარიგების გარეშე, უნდა დატოვოს.

დღის ამბები