24 აპრილი 2024,   10:04
ვრცლად
უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების ფორუმი "საბაუნიში" გაიმართა

ევროპის უნივერისტეტების ალიანსის ორგანიზებით სულხან-საბა ორბელიანის სახელობის უნივერსიტეტში უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების ფორუმი გაიმართა.

ღონისძიება წელს პირველად ჩატარდა და მისი მიზანია, საგანმანათლებლო სფეროში სიახლეების გაცნობა დაინტერესებული პირებისთვის და სტუდენტებისთვის.

ფორუმზე დამსწრეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მათთვის სასურველ თემებზე კითხვები დაესვათ და მიეღოთ სასურველი ინფორმაცია.

ღონისძიება ტრადიციულ სახეს მიიღებს და ყოველწლიურად გააცნობს სიახლეებს საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლებს.

დღის ამბები