19 აპრილი 2024,   03:26
ვრცლად
ასათიანის ქუჩის მცხოვრებლები 5-სართულიანი სასწავლო კვლევითი ცენტრის მშენებლობას აპროტესტებენ

ასათიანის ქუჩის მცხოვრებლები ხუთსართულიანი სასწავლო კვლევითი ცენტრის მშენებლობას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეები მერიას უყურადღებობაში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ მშენებლობის ნებართვა უკანონოდ გაიცა.

ადგილობრივები ასევე აცხადებენ, რომ მშენებლობა ზიანს აყენებს ეკოლოგიას და საფრთხეს უქმნის მათ ჯანმრთელობას.

„შენობა მთლიანად დაჩრდილავს ჩვენს კორპუსს. არანაირი შუქი. ეს არის ადამიანის უფლებების დარღვევა, ეკოლოგიური კატასტროფა. დაიხოცეთ - ასეთი დევიზი გამოდის,“ - განაცხადა აქციის მონაწილე გულიკო ქვილითაიამ.

აქციის მონაწილეებს სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ უპასუხა.

ალექსანდრე ბუაჩიძის თქმით, მშენებლობა კანონის სრული დაცვით მიმდინარეობს.

 

 

 

დღის ამბები