25 აპრილი 2024,   15:53
ვრცლად
კახეთში ვაზის ნერგები მოიპარეს - მოსახლეობამ ვენახებში სათვალთვალო კამერები დაამონტაჟა

კახეთში ვაზის ნერგები მოიპარეს. ვაზის ქურდებს პოლიცია ვერ აკავებ. კახელებმა კრიმინალთან ბრძოლა საკუთარი მეთოდებით გადაწყვიტეს. ვენახებში ვიდეოსათვალთვალო კამერები და ღამის განათებები დაამონტაჟეს. ასევე, ვენახებს 24-საათიან რეჟიმში დარაჯობენ.

გია მოლაშვილს ვენახიდან ქურდებმა ვაზის 3 ათას ნერგზე მეტი ერთ ღამეში მოიპარეს. დილით ვენახში გამოსულ გლეხს მიწა გადათხრილი, 1 ჰექტარზე გაშენებული ნერგები კი წაღებული დახვდა.

პოლიცია გამოიძახა, ოქმი შეადგინეს, ძიება დაიწყო, თუმცა, ინციდენტიდან 4 თვის შემდეგ დაკავებული არავინაა. მევენახემ ზარალის შემდეგ, ბანკიდან სესხი თავიდან გამოიტანა, ნერგები შეიძინა და ახალი ვენახი გააშენა.

ვაზის ქურდებმა ახლადჩაყრილი ნერგები კოკორაშვილებსაც მოპარეს. ქურდობის ღამეს ფირუზ კოკორაშვილი ვენახს დარაჯობდა, მაგრამ დამნაშავეებმა ნერგების ნაწილის წაღება მაინც შეძლეს. მევენახე ეჭვობს, რომ მოპარულ ვაზის ნერგებს მძარცველები გასაყიდად იპარავენ, თითოეული ნერგის ფასი 2,5 ლარიდან 4 ლარამდე მერყეობს.

ვაზის 1500-ზე მეტი ნერგი ქართული ოცნებიდან საკრებულოს დეპუტატ ვაჟა ჭუნაშვილს მოპარეს. ქურდები მის ვენახშიც ღამით შევიდნენ. ახლადჩაფლული ნერგები ამოთხარეს და ორმოები მიწით ამოავსეს.

700-მდე ნერგი მოპარეს ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზის მცხოვრებლები ამბობენ, რომ გამგებელს 700-მდე ნერგი მოპარეს. მოსახლეობის მტკიცების მიუხედავად, დაზარალებულმა მმართველი პარტიიდან კურიერს განუცხადა, რომ ის არ გაუქურდავთ.

კახელები ამბობენ, რომ თითქმის ყოველი მეორე ახლადდარგული ვენახი გაძარცულია. პოლიციამ ვენახებში პატრულირება გახშირებული ქურდობების შემდეგ დაიწყო.

დღის ამბები