25 აპრილი 2024,   09:44
ვრცლად
ფიზიკური ძალადობა ანა ბაგრატიონ-გრუზინსკზე - დედოფალი გამოკითხვაზეა დაბარებული

ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი სამართალდამცავებმა გამოკითხვაზე დაიბარეს. საქმე ეხება მისი ყოფილი მეუღლის - დავით ბაგრატიონ-მუხრანსკის, მიერ მასზე განხორციელებულ ძალადობის ფაქტს.

ანა ბაგრატიონი საგამოძიებო უწყებაში სამშბათს დღის პირველ ნახევარში უნდა გამოცხადდეს.

თუ ანა ბაგრატიონი მასზე ძალადობის ფაქტს დაადასტურებს, არ არის გამორიცხული, რომ დავით ბაგრატიონს სამართალდამცავებმა ბრალი ძალადობის მუხლით წარუდგინონ.

ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი ყოფილ ქმარს, დავით ბაგრატიონ-მუხრანელს, ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. მისი მტკიცებით, ყოფილი მეუღლე ფიზიკურად 2014 წლის 9 მაისს გაუსწორდა.

სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც კურიერმა მოიპოვა, 2014 წლის 20 მაისსაა გაცემული, ანას ცემიდან მეტერთმეტე დღეს და ექსპერტი ადასტურებს, რომ დაზიანებები ემთხვევა შესამოწმებლის მიერ მითითებულ ტრავმის მიღების თარიღს.

ექსპერტიზის დასკვნას ახლავს ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის მიერ ექიმისთვის მონათხრობი. დოკუმენტში წერია, რომ 2014 წლის 9 მაისს, დაახლოებით 22:00 საათზე, მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ურტყამდა მუშტებს, გაშლილ ხელს, ფეხებს თავში და სხეულზე.

ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის მონათხრობის მიხედვით, მას ქმარმა არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით სცემა.

ქალს სახეზე და სხეულზე დაზიანებები ეტყობოდა, რის გამოც მეუღლემ ორი დღის განმავლობაში საგურამოდან თბილისში არ გაუშვა.

დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატმა კი ანა ბაგრატიონის ბრალდებები უარყო.

ლევან ჩხეიძემ განაცხადა, რომ დაპირისპირებული მხარისგან ეს მორიგი შავი პიარ კამპანიის ნაწილია და ამ საქმეს თეორიული შანსიც არ აქვს, რომ ძალოვან უწყებებში გადაინაცვლოს.

ამავე თემაზე
დღის ამბები