23 აპრილი 2024,   19:07
ვრცლად
"ცდილობს ისტორიული პიროვნება თავის სასარგებლოდ გამოიყენოს, ასე იქცეოდნენ ბოლშევიკები"-პანფილოვი ივანიშვილის ხიბულაში ვიზიტზე საუბრობს

ისტორიით მანიპულირების მცდელობა - ასე აფასებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ოლეგ პანფილოვი ხიბულაში ბიძინა ივანიშვილის ჩასვლას. ის ამბობს, რომ წინასაარჩევნოდ ისტოიით მანიპულირება არის ყველაზე ცუდი რამ, რაც კი შეიძლება ადამიანმა გააკეთოს. ოლეგ  პანფილოვი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის საქციელი ბოლშევიკების მეთოდებს ჰგავს.

„ბევრი ადამიანი ცდილობს ისტორიით მანიპულირებას და ზვიად გამსახურდიას სახელთან მიკედლებას. გაოცებული ვარ იმით, რომ ბიძინა ივანიშვილმა უცებ გადაწყვიტა ზვიად გამსახურდიას ხსოვნისთვის პატივის მიგება, რომლის წინააღმდეგაც იბრძოდა მისი საყვარელი ედუარდ შევარდნაძე. ამიტომ ისტორიითა და ისტორიული პიროვნებებით მანიპულირება არის ყველაზე ცუდი, რამ რაც ამ ადამიანებს შეუძლიათ გააკეთონ. ეს იმას უკავშირდება, რომ ისინი ცდილობენ საზოგადოების ნაწილი საკუთარ მხარეს გადაიბირონ და ისტორიული პირები თავიანთ სასარგებლოდ გამოიყენონ. ასე იქცეოდნენ ყოველთვის ბოლშევიკები. გამოუვათ თუ არა ეს ახლა, ეს ხალხზეა დამოკიდებული. ჩვენ უნდა გვახსოვდეს ზვიადი ვამაყობდეთ და მის საქმეს ვაგრძელებდეთ,"-განაცხადა ოლეგ პანფილოვმა. 

გუშინ ივანიშვილი სოფელ ხიბულაში ჩავიდა, სადაც საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა სიცოცხლის ბოლო წუთები გაატარა.

ბიძინა ივანიშვილმა მოსახლეობას უთხრა, რომ საკუთარი ბიუჯეტიდან დააფინანსებს გამსახურდიას სახლ-მუზეუმის მშენებლობას, სოფელში გაზის და წყლის გაყვანას, ააშენებს ბაღს და დააგებს გზებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები