20 აპრილი 2024,   05:40
ვრცლად
„ბაკურიანი რეზიდენსში“ გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია

ბაკურიანში აპარტამენტ „ბაკურიანი რეზიდენსში“ გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტიაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

ცეცხლი შენობის სასხვენო გადახურვას გაუჩნდა. დამწვარია 150 მ² ფართობი. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ამ წუთებში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილზე მუშაობს 8 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ხანძრის შესახებ 11:40 საათზე შეტყობინება შევიდა. პირველი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი ადგილზე 11:45 საათზე გამოცხადდა. მეხანძრე-მაშველების მიერ ხანძრის ლოკალიზება 15:14 საათზე მოხდა.

მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო.

ადგილობრივები აცხადებდნენ, რომ სახანძრო-სამაშველო ბრიგადები სასტუმროში დაგვიანებით მივიდნენ. მათი თქმით, მოსახლეობა და ადგილზე მყოფი პირები ცეცხლის ჩაქრობას  საკუთარი ძალებით ცდილობდნენ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები